ირაკლი ზარქუა – რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციაზე: ოპოზიცია ცდილობს შექმნას მხარდამჭერებში განცდა, რომ თითქოს მუშაობენ და ჩართული არიან საპარლამენტო საქმიანობაში
“კითხვები, რაც ვნახეთ იმდენად მსგავსია და თან ცოტა გაუგებარი პათოსის და გაუგებარი ფორმულირებით, რომ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამით ოპოზიცია ცდილობს შექმნას მხარდამჭერებში განცდა, რომ თითქოს მუშაობენ და აი, ჩართული არიან საპარლამენტო საქმიანობაში,” – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, რეგიონული მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რეგიონული განვითარების სამინისტრო რასაც აკეთებს, ეს ისედაც ცხადია. აქ არის მხარდაჭერა რეგიონული განვითარების, მხარდაჭერა ცალკეული პროექტების – შიდა გზები იქნება ეს, სკოლები თუ სხვა ინფრასტრუქტურა. მოვისმენთ მინისტრის კიდევ ერთ დამაჯერებელ, არგუმენტირებულ პასუხებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს, რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენენ. კახაბერ გულედანს კითხვებით ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა მიმართეს.