სასწავლო კურსები შშმ პირთათვის „პივოტ პოინტ“ აკადემიაში

 

   10 ოქტომბრიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და „პივოტ პოინტ” აკადემიის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე „შეზღუდული შესაძებლობის მქონე“ პირები სხვადასხვა კურსებს „პივოტ პოინტის” აკადემიაში გაივლიან, – ამ ინფორმაციას სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში „პივოტ პოინტი“ სილამაზის საერთაშორისო აკადემიის ბრენდის წარმომადგენელია. როგორც სამინისტროში ამბობენ, აკადემიამ სტუდენტების პირველი ჯგუფები 2014 წლის იანვრიდან მიიღო. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე“ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, „პივოტ პოინტ” აკადემიაში ამ დროისთვის ვიზაჟის კურსზე სწავლებას ერთი ეტლით მოსარგებლე გოგონა გადის. აღნიშნული პროექტი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7AT-XdDblaw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები