გია ვოლსკიმ ვახტანგ ხმალაძის განცხადება იურიდიულ კომენტარად შეაფასა

 

   საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა სადაც ხმალაძემ თქვა, რომ დარჩება თუ არა “რესპუბლიკური პარტია” სამომავლოდ კოალიცია “ქართულ ოცნებაში”, მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
ვოლსკის თქმით, ხმალაძე გარემოებების არსებობის შემთხვევაში იურიდიულ კომენტარს აკეთებს და სავსებით სწორია.
,,პრინციპულ საკითხებზე კოალიციაში არავითარი აზრის სხვადასხვაობა არ არსებობს. თუ რამე საკითხს განვიხილავთ, ღია ვართ ამისთვის. ხმალაძე გარემოებების არსებობის შემთხვევაში იურიდიულ კომენტარს აკეთებს და სავსებით სწორია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები