მესაზღვრეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს

 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) მესაზღვრეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
იაშვილის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის აქციის „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს რეგულარულად ეხმარებიან.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია უკვე ორი წელია თანამშრომლობს იაშვილის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“.
აღნიშნულ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები