თენგიზ შარმანაშვილი – ბენცის განცხადებაზე: უკვე მეორე შემთხვევაა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი ფონდების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე საუბრობს

“უკვე მეორე შემთხვევაა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი ფონდების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე საუბრობს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მაიკ ბენცის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ თუ ზოგადად საუბრობდა, USAID-ი მსოფლიოში რას აკეთებდა, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოზე პირდაპირ საუბრობს.

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პროცესებში USAID მონაწილეობდა. ამის საკმაოდ სერიოზული არგუმენტებიც გვქონდა. მათი ლოგოებიც კი იყო სხვადასხვა აქტივობის დროს. შემდეგ კი წაშალეს, მაგრამ ვერაფერს იზამდნენ, რადგან ეს ყველამ ვნახეთ. შემდეგ ბანერებიც კი გამოკიდეს: USAID საქართველოს მეგობარია და ა.შ. ეს განცხადება ჩვენთვის სიახლე არ იყო. კარგი ისაა, რომ ამ თემაზე ლაპარაკს ამერიკის ხელისუფლების თანამშრომლები თავად იწყებენ და არგუმენტებიც მოჰყავთ. უკვე მეორე შემთხვევა, რომ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელი ფონდების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე საუბრობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონკრეტული აქციების დაფინანსებაზე საქართთველოს სტაბილურობის მოსაშლელად. კარგია, რომ ყველა დაინახავს, მის პირდაპირ აღიარებას. ეს განცხადება უყურადღებოდ ვერ დარჩება, ამაზე ტრამპის ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფონდებს არ გააუქმებდა. ეს არც მათთვის არის სიახლე. ამერიკა თუ ზოგადად საუბრობდა, ეს ფონდები მსოფლიოში რას აკეთებდა, ეს ადამიანი საქართველოზე პირდაპირ საუბრობს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები