მსახიობი რობერტ დიუვალი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი, რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ლუჩიალა დიუვალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„გუშინ დავემშვიდობეთ ჩემს საყვარელ ქმარს, ძვირფას მეგობარს და ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს. ბობი მშვიდად გარდაიცვალა სახლში, სიყვარულითა და ნუგეშით გარშემორტყმული. მსოფლიოსთვის ის იყო „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი, რეჟისორი, მთხრობელი. ჩემთვის ის უბრალოდ ყველაფერი იყო“, – დაწერა ლუჩიალა დიუვალმა.
რობერტ დიუვალს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პოპულარულ ტელესერიალში. შესრულებული როლებისთვის მიღებული აქვს „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-ს ჯილდოები. ის ცნობილია ფილმებით როგორიცაა, „ნათლია“, „აპოკალიფსი ახლა“, „საუბარი“, „ქსელი“, „მოსამართლე“და სხვა.