სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცემა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრს 24 ახალ მანქანას გადასცემს.
სამედიცინო წესით აღჭურვილი, FORD-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდება.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს 2, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცემა.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი დღეიდან დაიწყება. ავტომობილები რეგიონებში ეტაპობრივად, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით განაწილდება. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის FORD-ის საშუალო გამავლობის 80 და VOLKSWAGEN -ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.