საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა

2026 წლის 16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები