“გაუგონარი თავდასხმა ხდებოდა ქართულ სუვერენიტეტზე, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები თბილისის ქუჩებში დაიარებოდნენ ადგილობრივ რადიკალებთან ერთად და ზეწოლას ახდენდნენ მოსახლეობაზე” – მათიკაშვილი
“გაუგონარი თავდასხმა ხდებოდა ქართულ სუვერენიტეტზე მაშინ, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები თბილისის ქუჩებში დაიარებოდნენ ადგილობრივ რადიკალებთან ერთად და პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ამომრჩევლებზე”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “ტყუილი არის ერთ-ერთი აქტიური ინსტრუმენტი ევროჩინოსნებისთვის დღესდღეობით”.
“რადგან საქართველოსთან მიმართებით გააჩნიათ ასეთი მტრული დამოკიდებულება, ჩვენი ერთადერთი იარაღი არის სიმართლე. ჩვენ ყოველთვის მართალი ვიყავით და ვართ დღესაც, ხოლო ტყუილით მოსიარულე ევრო ჩინოვნიკები რა შედეგამდე მიიყვანენ ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას, ამის შესახებ კარგს ვერაფერს ვუწინასწარმეტყველებ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.