“როცა ჩვენ ხალხი სიმართლით შევაიარაღეთ, საზოგადოება სწორ მხარეს დადგა – მან აირჩია მშვიდობა, დადგა არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ოჯახური სიწმინდის დაცვის მხარეს” – მაჭარაშვილი
“ჩვენ, „ხალხის ძალა“ ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვამბობდით, რომ ევრობიუროკრატიასა და „დიფ სთეისთს“, ამერიკასა თუ ევროკავშირში, მიზნად ჰქონდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, “ევრობიუროკრატებმა თქვეს, რომ უნდოდათ ქვეყნის სათავეში სააკაშვილის მოსვლა, რადგან ის ომზე წავიდოდა”.
“ეს პირდაპირ ათქმევინეს უკრაინის ხელისუფლებას და, აქედან გამომდინარე, ყველა ბერკეტს გამოიყენებდნენ მიზნის მისაღწევად. თუმცა, როცა ჩვენ ხალხი სიმართლით შევაიარაღეთ, საზოგადოება სწორ მხარეს დადგა. ანუ, აირჩია მშვიდობა, დადგა არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ოჯახური სიწმინდის დაცვის მხარეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.