“გრანტის შემოტანა საქართველოში შეიძლება საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანასა და გრანტის მომცემს გააჩნია” – ვოლსკი

“გრანტის შემოტანა საქართველოში შეიძლება საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანასა და გრანტის მომცემს გააჩნია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს წინასწარ უნდა იყოს განხილული და შეთანხმებული, “ვინაიდან აშკარად, ოფიციალური ტრიბუნიდან, ევროკავშირის კომისრის მიერ გაცხადებული იქნა, რომ უშველებელი თანხებია ორგანიზებული, რათა საქართველოში შეიტანონ”.

“რესურსი, რომელიც არის მობილიზებული ქვეყნებში შემოსატანად, როგორც შავი ფული, გაცხადებულად არის იმ პროცესების დასაფინანსებლად, რომელსაც ექსტრემიზმს ვუწოდებთ. ექსტრემიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ შექმნან პარალელური სტრუქტურები და არ აღიარონ სახელმწიფო ორგანოები”, – ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს დღეს, მეორე მოსმენით, დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები