“საქართველოს პოლიტიკა არ იყო გამიზნული იმაზე, რომ სხვა დედაქალაქი ესიამოვნებინა, აქ მთავარი იყო, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო იმავე ტრაგედიებს, რა მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, დღეს არის უკრაინა” – მახაშვილი
“ჩვენ არაფერი გვიკვირს. მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, რაც ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას და დავინახეთ, რომ როდესაც ზოგი ქვეყანა ასე იქცევა, ეძახის ეროვნული ინტერესების დაცვას, მაგრამ თუ არ აწყობს – სტრატეგიული კურსიდან გადახვევას”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.
„რუსული იარლიყის მიწებება იყო შეგნებული მცდელობა, რომ აგრესორთან გაეთებინათ შენი ასოციაცია და როდესაც პოლიტიკური დისკუსიები მიმდინარეობდა – შენი სახელის და რეპუტაციის დისკრედიტაცია მომხდარიყო. ეს იყო ამ პროცესის მთელი ანატომია. ამაზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, თუ რა იყო რუსული იარლიყის მიწებების მიზეზი. ერთადერთი მიზეზი, რომ მომხდარიყო შენი პოზიციის, რეპუტაციის, სახელის და იმიჯის დისკრედიტაცია.
საქართველოს პოლიტიკა არ იყო გამიზნული იმაზე, რომ სხვა დედაქალაქი ესიამოვნებინა, აქ მთავარი იყო, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო იმავე ტრაგედიებს, რა მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, დღეს არის უკრაინა და მოძმე უკრაინელები“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.