გიორგი ვოლსკი – ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ

“დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი
იმ ფაქტს, რომ ბრიტანული მთავრობა უცხოური ჩარევისგან დასაცავად, კანონმდებლობას ამკაცრებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ორმაგი სტანდარტია.

„არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ, რათა შეასრულონ განხილვის გარეშე ის დავალებები, რომელსაც საქართველო მიიღებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები