29 ოქტომბერი

09:30
„რედისონში“ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „საქართველო – რეგიონული ცენტრი და აზიის კარი ევროპაში“ გაიმართება. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.
10:30
NEW
„კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტიდან შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოგდებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატო შავშიშვილი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: რატომ გამოაგდეს არასამთავრობო ორგანიზაცია კომიტეტის სხდომიდან და რა საფრთხეებს შეიცავს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები? მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უშიშროების საბჭოს სხდომა; არასამთავრობოებისა და დეპუტატების დაპირისპირება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წარმომადგენელი ნინო ბორჩხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” სს ავტოგაზის ყოფილი აქციონერები, დავით ბეჟუაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ვებგვერდის „ქართული, როგორც უცხო ენა“ მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მისამართი: დ. უზნაძის №52
12:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უშიშროების საბჭოს სხდომა; რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი; 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უშიშროების საბჭოს სხდომა, 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამართულ კონფერენციას გახსნის. მისამართი: შავთელის ქ. 13.
13:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კოლელიშვილის ბიუროს ესტუმრება და მასთან ერთად მოქალაქეებს მიიღებს. მისამართი: გურამიშვილის 25

18:00
NEW
ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში, ევროპის პროფკავშირების გენერალური მდივანი ბერნადეტ სეგოლი თბილისის საკრებულოს დეპუტატებს ბექა ნაცვლიშვილს, ლევან დარახველიძეს, ირაკლი ფავლენიშვილს, საქართველოს პროფკავშირების დამსაქმებელთა ასოციაციის, ასევე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრიდრიხ იბერთის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება. მისამართი: ალექსიძის № 8
18:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ჰოლში, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი UNDP და EU ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ ფარგლებში, მომზადებული დოკუმენტური ფილმის „სამშვიდობო ექსპრესი“ ჩვენებას, ფოტოგამოფენასა და პროგრამის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
19:00
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, პროფესორი მერაბ ღაღანიძე საქართველოს და რუსეთს შორის საეკლესიო ურთიერთობების შესახებ, ლექციას და დისკუსიას გამართავს. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები