ზელენსკი – რუსეთმა ზეწოლა უნდა იგრძნოს, რათა პარტნიორების მოთხოვნები შეასრულოს და მშვიდობისკენ მოლაპარაკებებში ჭეშმარიტად ჩაერთოს

რუსეთმა დონალდ ტრამპის პირად თხოვნას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები შეეჩერებინათ, რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტებით უპასუხა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის წინადადება იყო, შეჩერებულიყო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები დიპლომატიური ძალისხმევის და ზამთრის ასეთი მკაცრი ამინდის დროს.

“აშშ-ის პრეზიდენტმა პირადად ითხოვა ეს. ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტებით უპასუხა – კვირიდან მხოლოდ ოთხი დღე გავიდა, რაც რუსეთს შეჩერება სთხოვეს. ეს ასევე ბევრს მეტყველებს რუსეთის მიერ მიცემულ ან სამომავლო სხვა დაპირებებზე. ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას რუსეთის დარტყმებზე. ომი უნდა შეწყდეს. საჭიროა ზეწოლა, რათა შეიქმნას სტიმული რუსეთისთვის, რომ ინვესტიცია ჩადოს დიპლომატიაში და არა დესტრუქციულ ომში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები