მინეაპოლისში განლაგებული ფედერალური საიმიგრაციო აგენტები სამხრე კამერებით ივლიან
აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ცნობით, მინეაპოლისში, მინესოტაში განლაგებულ ფედერალურ საიმიგრაციო აგენტებს მალე სამხრე კამერები ექნებათ.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მთავრობამ გასულ თვეში აშშ-ის ორი მოქალაქის – ალექს პრეტისა და რენე გუდის – გარდაცვალების გამო კრიტიკა მიიღო.
„დღეიდან, ჩვენ მინეაპოლისში მომუშავე ყველა თანამშრომელს სამხრე კამერებით აღვჭურავთ“, – დაწერა ორშაბათს შინაგანი უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა.
შეგახსენებთ, რომ ჰენეპინის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ 24 იანვარს პრეტის გარდაცვალება მკვლელობად შეაფასა.