ისტორიაში პირველად, კუბაში ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა

ისტორიაში პირველად, კუბაში ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა, რეკორდი კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, – ამის შესახებ მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი იუწყება.

„დილის 4:00 საათზე, მატანსასის პროვინციაში, ინდიო ჰატუეის მეტეოროლოგიურმა სადგურმა მინიმალური ტემპერატურა 0.1 გრადუსი დააფიქსირა. ტემპერატურა კვლავ კლებას განაგრძობდა და დილის 7:00 საათზე თერმომეტრმა 0 გრადუსი დააფიქსირა. ეს ეროვნული რეკორდული მინიმალური ტემპერატურაა. წინა რეკორდული ტემპერატურა 0.6 გრადუსი ბაინოას სადგურზე 1996 წლის 18 თებერვალს დაფიქსირდა“, – აღნიშნა ინსტიტუტმა.

ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვა სადგურებმა 1.4 და 5 გრადუსი ტემპერატურა დააფიქსირეს.

მეტეოროლოგებმა განმარტეს, რომ კუბა არქტიკული წარმოშობის ძალიან ცივი და მშრალი ჰაერის მასის გავლენის ქვეშაა. ძალიან ცივი და მშრალი ჰაერის, დაბალი ღრუბლიანობისა და სუსტი ქარის კომბინაციამ ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია, მათ შორის ღამით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები