„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები“ – მაკრონმა ევროპასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლების შესახებ განაცხადა

ევროპასა და რუსეთს შორის უკრაინაში ომთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ამისთვის მომზადებაა საჭირო, ამიტომ ამჟამად ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმა აღადგინონ საკუთარი საკომუნიკაციო არხები; ეს ტექნიკურ დონეზე მზადდება“, – თქვა მაკრონმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები უნდა იყოს კოორდინირებული უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის „ძირითად ევროპელ კოლეგებთან“.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის დაბომბვის გაგრძელებით, რუსეთი არ აჩვენებს რაიმე მზაობას სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები