რომში ტრევის შადრევანში მონეტების გადაყრისთვის გადასახადი დაწესდა
რომის ხელისუფლებამ ტრევის შადრევანთან ტურისტული ნაკადების შესაზღუდად და კულტურული ძეგლის დაცვის მიზნით ახალი რეგულაცია აამოქმედა. 2026 წლის 2 თებერვლიდან შადრევნთან ახლოს მდებარე სპეციალურ ზონაში შესვლა, საიდანაც ვიზიტორები ტრადიციულად მონეტებს აგდებენ, 2 ევრო ეღირება.
ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ გადასახადი არ ეხება თავად მონეტის გადაყრას, არამედ ვრცელდება მხოლოდ იმ შეზღუდულ სივრცეზე, რომელიც შადრევნის წინ მდებარეობს. ტრევის შადრევნის დათვალიერება და ფოტოების გადაღება პიაცის სხვა ნაწილებიდან კვლავ უფასოა.
ახალი წესის მიზანი ტურისტების უკონტროლო ნაკადის შემცირება და ისტორიული ძეგლის შენარჩუნებაა. შადრევნიდან შეგროვებული მონეტები – წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო – კვლავაც ქველმოქმედებას, შადრევნის მოვლასა და ტერიტორიის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
გადასახადისგან გათავისუფლებული არიან რომის ადგილობრივი მცხოვრებლები, 6 წლამდე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ტრევის შადრევანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა იტალიაში, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი ჩადის.