ტრამპი: ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ეზიზღებათ, თუმცა ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ეზიზღებათ და ეს ძალიან ართულებს საქმეს, თუმცა ის წარმატებული მოლაპარაკებების შანსს ხედავს.

ტრამპს ჰკითხეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წარმატების შანსების შესახებ, რაზეც ამერიკის ლიდერმა უპასუხა, რომ წარმატების შანსი არსებობს.

„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და ეს ართულებს საქმეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას ვუახლოვდებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ თავისი განცხადებები ომში დაღუპულთა მაღალი რაოდენობისა და მკვლელობების დასრულების სურვილის შესახებ.

„ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები