გიორგი გამსახურდია: ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ
ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
გამსახურდია მიმართავს პროტესტის მონაწილეებს, თუ როდიდან გახდნენ ისინი თსუ-სა და სტუ-ს დამცველები, როდესაც აღნიშნული საზოგადოება არჩევანს მუდამ სხვა უნივერსიტეტებზე აკეთებდა.
„აი მერე რა რომ შეერთდა? როდის გახდით სტუ დამცველები? თქვენ უმეტესობას არ ეგოიმებოდა სტუ? ან თსუ როდის აქეთ შეგიყვარდათ? „ბენდუქიძის“ და „ილიაუნის“ იქეთ თქვენი ჯაან შვეტსკური გემოვნება რომ არასდროს არ სცდებოდა? მიაყენეთ რა ერთი ადგილი, მაინც თქვენ არაფერს არავინ არ გეკითხებათ და კარგია ეგ, რომ არ გეკითხებათ“,- წერს გიორგი გამსახურდია.