დავით ჩიხელიძე – უკრაინისათვის ნაჩუქარი გენერატორების უკრაინულ ვებ-გვერდზე პირატულად გაყიდვის თემაზე: ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური და დღემდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია
“საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების, უკრაინულ ვებ-გვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური იყო წარსულშიც და დღემდე ბოლომდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია”,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ევროკავშირის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და წევრობისთვის მზად არის, სასაცილოა, რადგან საუბარია არა ინსტიტუციურად გამართულ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს და არა რეალური რეფორმების შედეგებიდან.
„საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების უკრაინულ ვებ-გვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური იყო წარსულშიც და დღემდე ბოლომდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით პარადოქსულად გამოიყურება ევროკავშირის განცხადებები, თითქოს უკრაინამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და წევრობისთვის მზად არის. რეალობაში, საუბარია არა ინსტიტუციურად გამართულ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს და არა რეალური რეფორმების შედეგებიდან”, – წერს ჩიხელიძე.