დანიაში, ჟირაფის მოკვლის შემდეგ, მგელი ბავშვების თვალწინ დაანაწევრეს

დანიაში ,,საგანმანათლებო მიზნით“ გამართული შოუს სერია: ..ცხოველების დანაწევრება” გრძელდება.  ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა სკანდალი ქალაქ ვიდებეკის ზოოპარკში ახალგაზრდა ჟირაფის, მარიუსის მკვლელობის შესახებ, და ახლა დანიის სამეფოში, ბავშვების თვალწინ მგელი დაანაწევრეს. როგორც ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ ინტერნეტვერსია იუწყება, კოპენჰაგენელმა დამნაწევრებლებმა კოლეგებს ესტაფეტა ქალაქ ორხუსში გადასცეს. ეს ქალაქი სიდიდით მეორეა დანიაში. აქ ბავშვები, ორგანიზატორების აზრით, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმში საინტერესო ღონისძიებაზე – მგლის გაფატვრაზე მიიწვიეს.
,,წარმოდგენის მთავარი მოქმედი გმირი – დირექტორის თანაშემწე პერნილ მოლგაარდი იყო, რომელმაც ძალზე ოსტატურად დაანაწევრა მგელი. ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება მგლის ფილტვმა მიიპყრო, რომელიც პერნილს გასისხლიანებულ ხელში ეჭირა და ბავშვებს მის ფუნქციას უხსნიდა. მუზეუმში ამტკიცებენ, რომ მგელი მკვდარი იპოვეს და იგი ზოოპარკის ბინადარი იყო. თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა მგელი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები