„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია გაიმართა

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “თავისუფალი თაობის” და “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” რუსეთთან არის შეკრული და ისინი 15 ნოემბერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა შენობის წინ დინამიკები გამოიტანეს და სიმღერა – “მიშა მაგარია” ჩართეს.
აქციის მონაწილეები სიმრერის სიგნალებით ცდილობენ. “თავისუფალი თაობისა” და “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლებმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. სიტუაცია სამარტალდამცველებმა განმუხტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები