ფინეთში ევროპის მიერ რუსული გაზის მიღებაზე უარი სტრატეგიულ შეცდომად შეაფასეს

ევროპის უარი რუსული გაზის შეძენაზე სტრატეგიული შეცდომაა, – ამის შესახებ ფინეთის თავისუფლების ალიანსის პარტიის წევრმა, არმანდო მემამ განაცხადა.

„რუსული გაზის შეძენაზე უარის თქმა ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმა იყო: ევროკავშირის აშშ-ზე დამოკიდებულება და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა. ევროკავშირი აშშ-ის სცენარით თამაშობს, რუსეთთან ყველანაირ კავშირს წყვეტს და ამით თავის პოზიციას ასუსტებს. ამ გაგებით, დამოუკიდებლობისა და საკუთარი ინტერესების დაცვის ნაცვლად, ევროკავშირმა ნებაყოფლობით აშშ-ს დაქვემდებარება აირჩია“, – წერს მემა სოციალურ ქსელში.

მანამდე, ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებული იყო, რომ მან საბოლოოდ დაამტკიცა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან და რუსული მილსადენებით გაზის იმპორტის აკრძალვა 2027 წლის 30 სექტემბრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები