“ვხედავთ დუმილს ისეთ ფართომასშტაბიან ორმხრივ ძალადობაზე, რასაც ადგილი აქვს მინეაპოლისში; როდესაც რიგით დამნაშავეს აკავებენ საქართველოში, ევრობიუროკრატები უსაფუძვლო კრიტიკას არ იშურებენ” – შაქარიშვილი

“ვხედავთ დუმილს ისეთ ფართომასშტაბიან ორმხრივ ძალადობაზე, რასაც ადგილი აქვს მინეაპოლისში”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც რიგით დამნაშავეს აკავებენ საქართველოში, ევრობიუროკრატები უსაფუძვლო კრიტიკას არ იშურებენ.

“როდესაც ერთი რიგითი დამნაშავის მიმართ აღსრულდება სამართალი და თუნდაც ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიან ხოლმე, გადაჭრელდება მათი სოციალური მედიის გვერდები შეშფოთებული განცხადებებით და აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკით საქართველოსთან მიმართებით, მაშინ როდესაც ვხედავთ დუმილს ისეთ ფართომასშტაბიან ორმხრივ ძალადობაზე, რასაც ადგილი აქვს მინეაპოლისში და რასაც მოყვა უკვე მსხვერპლი. მედია არის “დიფ სთეითის” ერთ-ერთი ცენტრალური იარაღი; ვხედავთ BBC-ის გამოყენებას მათი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ დააბრალეს აკრძალული ნივთიერების გამოყენება”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები