პრემიერი – მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი, შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები
მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები.
„ამის საფუძველზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვიჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.