ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. სამართალდამცავები კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანსაც, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს.
Imedinews.ge-მა დეტალების დასაზუსტებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
როგორც უწყებაში გვითხრეს, გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მან სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა.
„გაცნობებთ, რომ გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მის საფუძველზე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქ. ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.