გიორგი სვანიძე: მიუხედავად რთული ამინდისა, გზებისა და შიდა ქუჩების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მუნიციპალიტეტში განხორციელებული თოვლის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს. შეხვედრაზე განიხილეს პროცესის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და მიღებული შედეგები.
„მიუხედავად რთული ამინდისა, გზებისა და შიდა ქუჩების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მადლობა ყველა სამსახურსა და თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის, ასევე საკრებულოს წევრებს აქტიური ჩართულობისთვის -განსაკუთრებით კაზრეთის თემის მაჟორიტარს ზვიად ჯაყელს და ირაკლი კოდელაშვილს. ერთად ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის უსაფრთხოებაზე.“- აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინტენსიური ნალექის მიუხედავად, შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საავტომობილო გზების, შიდა ქუჩებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მონაკვეთების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და საჭიროების დასრულებამდე გაგრძელდება.
მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადეს ყველა იმ სამსახურსა და თანამშრომელს, ვინც საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და უზრუნველყო მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება და მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრები სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული. განსაკუთრებული როლი აღნიშნულ პროცესში საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში დაბა კაზრეთის თემში მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ჯაყელმა, პროპორციული სიის წევრთან ირაკლი კოდელაშვილთან ერთად შეასრულა.