თურქეთის პრემიერი დასავლეთის კრიტიკით შოკირებულია
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ის გაკვირვებული და შოკირებულია დასავლეთის კრიტიკით იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც მისმა ქვეყანამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ ბრძოლაში აირჩია.
„ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან სირიის ქალაქ კობანში სახმელეთო ჯარების გაგზავნის საკითხი მართებულად არ მიაჩნია, თუ დასავლური ქვეყნების ხელისუფლებები იგივე ქმედებებისთვის მზად არ არიან.
დავუთოღლუს თქმით, თურქეთი სამხედრო ოპერაციას სრულად მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, როდესაც საერთაშორისო კოალიცია საკუთარ სტრატეგიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალებთან ბრძოლის სამხედრო ზომებს ჩართავს.
ამჟამად ანკარა ქურთ მებრძოლებს ერაყიდან თურქეთისა და სირიის საზღვრის გადაკვეთის უფლებას აძლევს.