მაია ომიაძე: 2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა
„2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყოველი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლები იყო მზარდი და დინამიკა ჩვენი საპროგნოზო მონაცემების შესაბამისად ვითარდებოდა“, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
ომიაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ როგორც ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების, ისე საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებთან დაკავშირებით ოფიციალური პროგნოზი გამართლდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინდუსტრიის შემოსავლების დიდი ნაწილი სტრატეგიული ტურისტული ბაზრებიდან შემოვიდა. მაია ომიაძის ინფორმაციით, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე მიღებული შემოსავლების კუთხითაც – გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.