საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი აშშ-ს გრენლანდიასთან დაკავშირებით „წითელი ხაზის“ შესახებ აფრთხილებს
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა როლან ლეკიურმა განაცხადა, რომ გრენლანდიის მიტაცების ნებისმიერი მცდელობა „წითელ ხაზს“ გადაკვეთს და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას აშშ-სა და ევროპას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს,- ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
„მინისტრმა გააფრთხილა თავისი ამერიკელი კოლეგა, სკოტ ბესენტი, რომ გრენლანდიის მიტაცების ნებისმიერი მცდელობა „წითელი ხაზის“ გადაკვეთის ტოლფასი იქნებოდა და საფრთხეს შეუქმნიდა ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობებს ვაშინგტონთან“, – ნათქვამია სტატიაში.
მედიის ცნობით, ლეკიურმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული ქვეყნების შეშფოთებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.
„თუ ეს მოხდება, ჩვენ სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდებით და შესაბამისად ადაპტირება მოგვიწევს“, – აღნიშნა მან.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ გრენლანდიასთან, სავაჭრო ტარიფებთან და ტექნოლოგიური კომპანიების რეგულირებასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან უთანხმოების მიუხედავად, ევროპას კვლავ სჭირდება შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა.