ეკა სეფაშვილი: კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ მშვიდობაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც საჭიროა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას „საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე თანამშრომლობა (ევროპის ქვეყნებთან) გაყინულია. მინდა მჯეროდეს, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი ქვეყნები დაუბრუნდებიან ნორმალურ, კონსტრუქციულ კომუნიკაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე. რუსეთი ამ მიდგომების ერთგული იყო და ასე დარჩება. მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები.”

სეფაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ითხოვს და საჭიროა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.

„ძალიან კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ მშვიდობაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ასე დაჟინებით ითხოვს და რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროა იმისათვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს რეგიონში,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები