ინდოეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვონ ირანის ტერიტორია

ინდოეთის საელჩო თეირანში, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ისლამურ რესპუბლიკაში არსებული “ვითარების ცვალებადობის“ გამო, დატოვონ ირანის ტერიტორია.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ინდოეთის მოქალაქეებს ურჩიეს, შეინარჩუნონ სიფხიზლე და თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, კანადამ და ავსტრალიამ, ძალადობის ესკალაციის შიშის გამო, საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები