Reuters: აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის თქმით, საზღვარგარეთ ფულადი გზავნილები დასაშვებია, თუ ადამიანებს თანხების წარმომავლობის დამტკიცება შეუძლიათ
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გეგმა, გაამკაცროს საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვებზე კონტროლი, არ უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ თანხა სოციალური მომსახურების გადახდებიდან არ არის მიღებული,- ამის შესახებ Reuters-თან აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ შეაფერხებს ეს ზომები ლეგიტიმურ ფულად გზავნილებს, რომლებსაც მიგრანტები საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახებს უგზავნიან, ბესენტმა უპასუხა: “არა, არ უნდა შეაფერხოს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, საიდან მოდის ეს თანხა. პრობლემა არ ექნება”, – თქვა მან ინტერვიუში.
ბესენტის თქმით, აშშ-ში ლეგალურად მყოფი ადამიანების მიერ განხორციელებული გადახდები, როგორც წესი, რეგულირებული საბანკო სისტემის მეშვეობით იგზავნება. მისივე განმარტებით, შეუძლებელია მინესოტის მოსახლეობისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების თანხის სომალიში გაგზავნა — ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ან საჭიროზე მეტ დახმარებას იღებს, ან ცდილობს მოპარული თანხის გაგზავნას.