ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ირანი აშშ-ის „არაადამიანურ“ სანქციებს გმობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის ახალი სანქციები და ისინი უკანონოდ შეაფასა, რასაც ქვეყნის მიმართ „ღრმა ფესვგადგმული სიძულვილი“ უწოდა.

სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზომები „არაადამიანურია“ და არღვევს გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ აღნიშნა, რომ სანქციებს სერიოზული შედეგები მოჰყვება ირანის მიღმაც, რადგან “აშშ-ის ცალმხრივი ზომები ძირს უთხრის გლობალურ სავაჭრო სისტემას”.

შეგახსენებთ, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ვაჭრობაში ჩართულ ქვეყნებს შეერთებულ შტატებთან განხორციელებულ ნებისმიერ ბიზნესზე 25%-იანი ტარიფი დაეკისრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები