ტრამპი ურჩევს ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ურჩევს ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა.
კითხვაზე, უნდა წავიდნენ თუ არა ირანიდან ამერიკელები ან აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეები, მან უპასუხა: „ვიტყოდი, რომ ქვეყნიდან გასვლა ცუდი აზრი არ იქნებოდა“.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი დემონსტრანტი დაიღუპა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.
ამასთან, პრეზიდენტმა თავი აარიდა ადრინდელი განცხადების დაკონკრეტებას, რომლის მიხედვითაც მომიტინგეებისთვის „დახმარება გზაშია“.