მედიის ცნობით, სლოვაკეთში ცუდი ამინდის გამო 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
სლოვაკეთში ცუდი ამინდის გამო 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ასევე, ქვეყანაში ერთ დღეში 50-ზე მეტი საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ სლოვაკური გაზეთი „დენნიკი N“ იუწყება.
„ამინდის გამო, დღეს სამაშველო სამსახურების გამოძახება 128 დაშავებულისა და 54 საგზაო შემთხვევისთვის გახდა საჭირო. დაშავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ბრატისლავას რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ავარიების ყველაზე მეტი რაოდენობა ნიტრას რეგიონში“, – წერს ადგილობრივი გამოცემა.
სლოვაკეთში ძლიერი ყინვის გამო გაფრთხილებები ოთხშაბათის შუადღემდეა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ არასასურველი ამინდის პირობების გამო, ბრატისლავას აეროპორტმა დღეს ფუნქციონირება შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით კვლავ განაახლა.