ახალციხის კალათბურთის გუნდმა „ახალციხემ“ A ლიგის თამაშში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილმა საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაიწყო. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში, A ლიგის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, ახალციხის „ახალციხე“ თბილისის გუნდ „ვინგსს“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ახალციხის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 104:98 დასრულდა.
“საკალათბურთო მატჩს ახალციხელ გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი დაესწრნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს გუნდს და ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს უსურვებს,”- წერია ინფორმაციაში.