სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 816.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია.
მათივე ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 525.2 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით).