თორნიკე ფაღავა – აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებაზე: ეს გახლდათ საერთაშორისო ბიუროკრატიული ქსელი, რომელიც უკვე ყავლგასულია და ვეღარ ასრულებენ თავიანთ პირვანდელ მიზნებსა და მოვალეობებს
“ქართული ოცნების“ წევრი, თორნიკე ფაღავა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხს ეხმაურება.
“ეს გახლდათ საერთაშორისო ბიუროკრატიული ქსელი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, უკვე ყავლგასულია და ვეღარ ასრულებენ თავიანთ პირვანდელ მიზნებსა და მოვალეობებს. უფრო მეტიც, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისასალმებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ღიად ამხელს უკვე ამ ბიუროკრატიულ ქსელს. ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ვენეციის კომისია, რომელიც აშშ-მა უკვე დატოვა. საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ვენეციის კომისიას არაერთხელ საქართველოსთან მიმართებით გაუკეთებია არაკვალიფიციური და მიკერძოებული განცხადება თუ სამართლებრივი დასკვნა”, – აღნიშნავს ფაღავა.
შეგახსენებთ, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს.