რიმა ბერაძე – აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებაზე: სწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ “გამჭვირვალობის კანონი”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხზე ისაუბრა.

„მათი შეფასებით, ეს ორგანიზაციები არაფრის მთქმელია და ფინანსები, ფაქტობრივად, წყალშია გადაყრილი, რადგან მიზნებს და ამოცანებს ეს ორგანიზაციები ვერ ახორციელებენ. სწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი, რადგან მსგავსი ორგანიზაციები, განსაკუთრებით „ენჯეოები“ და მედია, რომელიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა მიზნით და ახორციელებდნენ არეულობას და, ზოგადად, თავს მოხვევას გარე ძალების ინტერესების, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ასეთი ორგანიზაციები არის ფუჭი და არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

შეგახსენებთ, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები