დონალდ ტრამპი ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი განიხილავს „ძალიან ძლიერ ვარიანტებს“ ირანში მიმდინარე არეულობაზე რეაგირებისათვის.

“როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ მათ ლიდერებს უწოდებთ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ლიდერების დარქმევა. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ ქვეყანას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ და ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, სიტუაციის შესახებ მას საათობრივი შეტყობინებები აქვს და კონსულტაციები უახლოეს დღეში გაგრძელდება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან.

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან როგორც მომიტინგეები, ისე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.

ოფიციალური სტატისტიკა ირანის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია, რის გამოც, მედიის ცნობით, რეალური მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები