გურამ მაჭარაშვილი: მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედიასაშუალებებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამვლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ და დასავლეთს საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ.
მაჭარაშვილის თქმით, „ეს არის უსუსური მცდელობა იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლების მცდელობა მოახდინონ, რაც გამორიცხულია“.
„დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების პოლიტიკური ასპარეზი და როცა ნახეს, რომ 2026 წელი ცარიელი დღის წესრიგით დაიწყეს, თქვეს, იქნებ რამე თემა გავააქტიუროთო. მიმართეს თავიანთ პატრონებს, ჩაწერეს ეს ვიდეორგოლი, ვითომ ვიღაც მოიწამლა, რომ როგორმე თემა წამოწეულიყო, დაიხმარეს მათი საინფორმაციო საშუალებებიც. კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოში უკვე დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამვლის თემაში – BBC-ის და სხვადასხვა სააგენტოების სახით, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.