ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება, 80 წლამდე ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა – სამედიცინო დახმარების ბრიგადა მეხანძრე-მაშველებისა და ხულოს მერიის ჩართულობით, პაციენტამდე დროულად მივიდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანიაკეთში, სადაც თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება, 80 წლამდე ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მეხანძრე-მაშველებისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, პაციენტამდე დროულად მივიდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, ადგილზე ქალს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც იგი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ავტომობილამდე და შემდგომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები