ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლების „ერთადერთი მიღწევა” დაასახელა

       გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ქართული ოცნების” მთავრობის მმართველობის ორი წელი შეაფასა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” გაუბედავი პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს საქართველოში მივიღეთ რეალობა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლების ორი წელი” ჰქვია.
“დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთი მიღწევა ამ ხელისუფლებისა არის ის, რომ ადამიანებს მასობრივად აღარ ატერორებენ, არ არის მასობრივი შიში, ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას “ქართულ ოცნებას” არ ვუკარგავთ. მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც ნებისმიერ ხელისუფლების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” გაუბედავი პოლიტიკის შედეგად “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს დღეს საქართველოში და რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლების ორი წელი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები