ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში სამუშაო სესია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმასპინძლა

2025 წლის 23 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში სამუშაო სესია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმასპინძლა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო სესია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა და საუბრისას ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ორმხრივი ვიზიტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო პლატფორმებზე საპარლამენტო დელეგაციებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მონაწილეობის საკითხს.

სესიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ეფექტიან ინსტრუმენტზე.

სამუშაო სესიაში მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები