გივი მიქანაძე გლდანის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გლდანის რაიონში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, საჯარო სკოლების დირექტორებს, რესურსცენტრის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პედაგოგებმა გივი მიქანაძეს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები გაუზიარეს, ასევე მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გლდანის რაიონის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე და გამგებელი ბესიკ კალაძე,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები