გივი მიქანაძე თბილისის 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის 119-ე და 132-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა სკოლების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

“შეხვედრების ფარგლებში გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და მშობლებს  ზოგადი განათლების სისტემის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ, გამგებელმა ბესიკ კალაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლებმა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები