ავტომობილის ფილტრების შეცვლა – რატომ არ უნდა გადადოთ ეს პროცესი

ავტომობილის ფილტრები პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალებია, რომლებსაც მანქანის გამართულ მუშაობაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. მათი მთავარი ამოცანაა დაიცვან მანქანის მექანიზმები მტვრისგან, ჭუჭყისა და ნამსხვრევებისგან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ავტომობილის მუშაობაზე, საწვავის ხარჯსა და მგზავრების კომფორტზე.

როდესაც ფილტრების შეცვლას აგვიანებთ, მანქანა თანდათან კარგავს ძალას, იზრდება საწვავის ხარჯი და ჩნდება სხვადასხვა მექანიკური დაზიანების რისკიც. სწორედ ამიტომ, ფილტრების დროული შეცვლა არ არის მხოლოდ ტექნიკური მოვალეობა, ეს მარტივი ნაბიჯი დაგიცავთ ზედმეტი ხარჯებისგან და მისი საშუალებით, ავტომობილის სუფთა, სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყობთ.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, ავტომობილის ძირითად ფილტრებსა და მათ მოვალეობებს და ვისაუბრებთ, თუ რატომაა ფილტრების შეცვლა მნიშვნელოვანი.

რომელი ფილტრები აქვს ავტომობილს?

ავტომობილი რამდენიმე სახის ფილტრითაა აღჭურვილი, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ სისტემას იცავს და მანქანის გამართულ მუშაობაზე ახდენს გავლენას. ყველაზე გავრცელებული და აუცილებელი ფილტრებია:

  • ჰაერის (ძრავის) ფილტრი – წმენდს ჰაერს, რომელიც ძრავაში ხვდება და იცავს მას მტვრისა და ქვიშისგან. სუფთა ჰაერი აუცილებელია სწორი წვისა და ძრავის სტაბილური მუშაობისთვის.
  • ზეთის ფილტრი – ფილტრავს ძრავის ზეთს და აშორებს მას ჭუჭყს, ლითონის ნაწილაკებსა და ნალექს. ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ზეთთან ერთად, რადგან  პირდაპირ მოქმედებს ძრავის სიცოცხლისუნარიანობაზე.
  • საწვავის ფილტრი – უზრუნველყოფს საწვავის  სისუფთავეს და იცავს ინჟექტორებსა და საწვავის ტუმბოს დაბინძურებისგან, შესაბამისად, ძრავს დაზიანებისგან იცავს. ბინძური საწვავის ფილტრი ხშირად იწვევს ძალის დაკარგვასა და ძრავის არასტაბილურ მუშაობას.
  • სალონის (კონდიცირების) ფილტრი – ფილტრავს ჰაერს, რომელიც სალონში ხვდება. უზრუნველყოფს კონდიცირების სისტემის გამართულ მუშაობას. ამცირებს მტვერს, ალერგენებსა და ცუდ სუნს, რაც მნიშვნელოვანია მგზავრების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის.

დამატებით, ზოგიერთ ავტომობილს აქვს დიზელის ნაწილაკების ფილტრი (DPF), რომელიც ჭვარტლის წარმოქმნას აკავებს, და ტრანსმისიის ფილტრი, რომელიც ჰიდრავლიკურ სითხეს წმენდს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოდელს ეს ფილტრები არ აქვს, მათი არსებობა და მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბაზისო ფილტრების.

რატომ არის ფილტრების დროული შეცვლა აუცილებელი?

ფილტრების დროული შეცვლა პირდაპირ პირდაპირ აისახება ავტომობილის გამართულ მუშაობაზე. ბინძური ჰაერის ან ზეთის ფილტრი ძრავში ატარებს მტვერს, ნალექსა და მიკრო ნაწილაკებს, რაც აჩქარებს ცვეთას და ამცირებს ძრავის სიცოცხლისუნარიანობას. სუფთა ფილტრი კი ძრავს ზედმეტი დატვირთვისგან იცავს და მის ოპტიმალურ მუშაობას ინარჩუნებს.

დაგვიანებული შეცვლა ზრდის საწვავის ხარჯსაც. როდესაც ჰაერის ან საწვავის ფილტრი დაბინძურებულია, ძრავი უფრო დიდ ენერგიას ხარჯავს და საწვავს არასწორად წვავს. შედეგად, მანქანა კარგავს ძალას, ნელდება აჩქარება და მთლიანად უარესდება დინამიკა.

სალონის ფილტრის იგნორირება კი მოქმედებს მგზავრების ჯანმრთელობაზე: მტვერი, ალერგენები და ცუდი სუნი თავისუფლად აღწევს სალონში.

საბოლოოდ, ფილტრის გადავადებული შეცვლა ბევრად ძვირი ჯდება. ერთ პატარა, იაფიან დეტალს შეუძლია სერიოზული და ძვირად ღირებული რემონტის არიდება, ამიტომ ფილტრების დროული შეცვლა ყველაზე მარტივი და ეფექტიანი პრევენციაა.

რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს ფილტრები და როგორ მივხვდეთ, რომ დროა?

ავტომობილში თითოეულ ფილტრს თავისი სამუშაო რესურსი აქვს, ხოლო დროული შეცვლა დამოკიდებულია როგორც მწარმოებლის რეკომენდაციებზე, ისე გარემო პირობებსა და მართვის სტილზე. 

ჰაერის (ძრავის) ფილტრი

შეცვლის რეკომენდებული ინტერვალი: 10,000–15,000 კმ

როდის უნდა შეიცვალოს?

  • ძრავის ძალა შესამჩნევად იკლებს
  • გაზის პედალზე ნელი, დაგვიანებული რეაქცია
  • იზრდება საწვავის ხარჯი
  • ფილტრის ფერი მკვეთრად მუქდება და დაგროვილი მტვერი ჩანს

ზეთის ფილტრი

შეცვლის რეკომენდებული ინტერვალი: ზეთის ყოველი გამოცვლისას (7,000–10,000 კმ)

როდის უნდა შეიცვალოს?

  • ძრავი ხმაურიანად მუშაობს
  • ზეთი სწრაფად ბინძურდება
  • ბლოკზე ან მილებზე ჩნდება ნალექები
  • მანქანა რთულად ინარჩუნებს სტაბილურ ტემპს

საწვავის ფილტრი

შეცვლის რეკომენდებული ინტერვალი: 15,000–30,000 კმ

როდის უნდა შეიცვალოს?

  • აჩქარებისას იგრძნობა შენელება
  • საწვავის ხარჯი უმიზეზოდ იმატებს
  • მანქანა მუშაობს არათანაბრად, განსაკუთრებით აღმართზე

სალონის (კონდიცირების) ფილტრი

შეცვლის რეკომენდებული ინტერვალი: წელიწადში ერთხელ (ან 15,000–20,000 კმ)

როდის უნდა შეიცვალოს?

  • კონდიცირების ჰაერის ნაკადი შესუსტებულია
  • სალონში ჩნდება მტვერი ან უსიამოვნო სუნი

ფილტრების შეცვლის გადადება ამცირებს მანქანის ეფექტურობას, ზრდის საწვავის ხარჯს და, საბოლოოდ, იწვევს ძრავისა და სისტემების გადატვირთვას. მარტივი და დროული შეცვლა საუკეთესო გზაა, რომ ავტომობილმა უსაფრთხოდ, სტაბილურად და ეკონომიურად იმუშაოს.

შეჯამება

ფილტრი პირდაპირ განსაზღვრავს თქვენი ავტომობილის მუშაობის ხარისხს, საწვავის ეკონომიასა და უსაფრთხოებას. დროულად შეცვლილი ფილტრები იცავს ძრავს, ამცირებს არასაჭირო ხარჯებს და უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას როგორც თქვენთვის, ისე თქვენთან ერთად მყოფებისთვის.

პრევენცია ყოველთვის უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე დაზიანებული დეტალების შეკეთება. ამიტომ, ნუ გადადებთ, მიაქციეთ ყურადღება სიმპტომებს და შეცვალეთ, რათა თქვენი ავტომობილი ყოველთვის სუფთად, სტაბილურად და უსაფრთხოდ მუშაობდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები